ხელოვნების სასახლეში, ჰერალდიკოსის, მხატვრის ზაქარია კიკნაძის პერსონალურ გამოფენა გაიხსნება


   29 ოქტომბერს, 19:00 საათზე გეპატიჟებით ხელოვნების სასახლეში, ჰერალდიკოსის, მხატვრის ზაქარია კიკნაძის პერსონალურ გამოფენის გახსნაზე.  ზაქარია კიკნაძე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობს მისი დაარსების დღიდან, გახლავთ მოწვეული ექსპერტი, წლების განმავლობაში იყო ქართული ჰერალდიკის ასოციაციის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე, საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თანამედროვე სახელმწიფო ჰერალდიკის, მისი პრინციპების ჩამოყალიბების საქმეში.

 მისამართი: ია კარგარეთელის 6.