საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმიწფო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი მამუკა გონგაძე. მამუკა გონგაძის ბიოგრაფია:


პროფესიული გამოცდილება:

2008-2021 - თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო;

2005-2008 - კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისია;

1992-2000 - განყოფილების უფროსი

საქართველოს თავდაცვის სამინიტროსამხედრო დიზაინის განყოფილება;

1995-2005 - კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი კომისი;

1991-1992 - არქიტექტორი

კურორტპროქტი;

1989-1991 - არქიტექტორი

თბილქალაქპროექტი.

 

ნამუშევართა ჩამონათვალი

საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი (2004);

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები (1997-2005): „ოქროს საწმისის ორდენი", „ეროვნული გმირის ორდენი", „წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი"; მედალი „სამოქალაქო თავდადებისთვის".

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემები (1991-2008): თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, უშიშროების სამსახური, სასაზღვრო ძალები, საბაჟო სამსახური;

საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები: გერბი და დროშა (2005-2008): ქუთაისი, ფოთი, ამბროლაური, ონი, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალენჯიხა, სამტრედია.

საქართველოს ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტები (2006-2009): 50 თეთრის ნომინალი, 1 ლარის ნომინალი, 2 ლარის ნომინალი, "ოქროს საწმისი", "თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი"; "ილორი"; „ახალგაზრდული ოლიმპიადა";  „ჩინეთის ოლიმპიადა 2008", „საქართველოს რესპუბლიკის 100 წელი";  „რაგბი - 2019";

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა (1991-2008): საქართველოს შეიარაღებული ძალები (1992,

1999, 2005). საქართველოს პოლიცია (1993, 1999, 2005, 2007); საქართველოს სასაზღვრო ძალების (2001), საბაჟო სამსახური (2002), ფინანსური პოლიცია (2000).

საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი (1997, 2005, 2017)


საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჯილდოები: სასაზღვრო ძალები; თავდაცვის სამინისტრო: მედალი ,,დიდგორი", მედალი ,,გიორგი ანწუხელიძე"; მედალი „თეთრი გიორგი"; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები  (1991) (გამოფენილია ფულის მუზეუმში);

ქართული ლარის ნიშანი (2006);

საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტი:  მართვის მოწმობა (2006), სატრანსპორტო საშუალების მოწმობა (2010), უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობა;

გამოცემები და სტატიები

მონოგრაფიები: „ქართული ჯილდოები" (2000), „აფხაზეთის სიმბოლიკისათვის" (2016); სტატიები: „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ" (2012), აფხაზეთის სიმბოლიკა (2013) სარედაქციო საქმიანობა: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის" ხელმძღვანელი (2011-2021).

განათლება და კვალიფიკაცია

1981-1987 - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისი სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი; სპეციალობა  -  არქიტექტორი;
1970-1980 - ქ. თბილისის 48-ე საშუალო სკოლა;

საზოგადოებრივი საქმიანობა

2017 - ასოცირებული წევრი

ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემია;

1999-2004 დამფუძნებელი, ხელმძღვანელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ჰერალდიკის ასოციაცია";

1999-2005 დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, დიზაინერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდია რე";

1988-1993 დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

დიზაინერთა კავშირის სტუდია "ოშკი"

1988 -  წევრი

საქართველოს დიზაინერთა კავშირი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.