გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! 

 

      14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

      საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად.  საქართველოს სახელმწიფო დროშა დიდი სიამაყით და პასუხისმგებლობით განმსჭვალავს თითოეულ მოქალაქეს და შესაბამისად ღირსი პატივით მოპყრობასა და გამოფენას ავალდებულებს.

           წელს დროშის დღე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნა (იხ.ფოტო)