ქალაქ  რუსთავის ისტორიული მუზეუმში საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამართა გამოფენა თემაზე: „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".გამოიფინა  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
   გამოფენის გახსნას ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების  მოსწავლეები,  პედაგოგები, დირექტორები, დაესწრნენ მუზეუმის თანამშრომლები, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და საკრებულოს წევრები.
   ჰერალდიკის საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო  სახელმწიფო სიმბოლოების მნიშვნელობა, ისაუბრა ქართული ჰერალდიკის ისტორიაზე და დღევანდელობაზე აგრეთვე, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.
   გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტთან არსებული  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო  და  რუსთავის ისტორიული მუზეუმი. გამოფენა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. იხ.გალერეა

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი