2017 წლის 29 მაისს, ქ. კიევში, სასტუმროში „Hilton Kyiv", საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილეებთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით , უკრაინაში საქართველოს საელჩომ გამართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.


სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საზეიმო მიღებას და ქ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

საზეიმო მიღების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის გამოფენა, რომელსაც წარუძღვა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულ წევრმი - მამუკა გონგაძე.