საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100  წლისთავთან  დაკავშირებით  26 მაისს,  რუსთაველის გამზირზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ეზოში პირველად  წარმოადგინა საქართველოს ისტორიული დროშების გამოფენა, ქალაქ თბილისზე, ქალაქ სოხუმზე, ქალაქ ფოთზე საუკუნეების განმავლობაში აღმართული დროშები, რომლებიც დატანილია ევროპელ კარტოგრაფთა საზღვაო რუკებზე. საზოგადოება დიდი ინტერესით გაეცნო და დაათვალიერა ქართული ჰერალდიკის, სახელმწიფო ატრიბუტიკის განვითარების საფეხურები. საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორია.

ჰერალდიკის საბჭომ აგრეთვე წარმადგენა საქართველოს მუნიციპალიტეტების მოქმედი სიმბოლოები..


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი