25 მაისს 19:00 საათზე, ქალაქ თბილისის საკრებულოში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100  წლისთავთან  დაკავშირებით  წარმოგიდგენთ, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების   კრებულის პრეზენტაციას. კრებულში შევიდა სახელმწიფო სიმბოლოები, რომლებიც ამ ბოლო ასი წლის განმავლობაში  ჰქონია და აქვს საქართველოს რესპუბლიკას. და ამ  სიმბოლოებთან დაკავშირებული  კანონები, ნორმატიული აქტები. გამოცემა მოიცავს   1918­1921­წლებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასაბჭოებამდე,  საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნებას, კონსტიტუციის მიღებას და ძირითადი  სახელმწიფო ატრიბუტიკის შემუშავებას. საბჭოთა პერიოდს, როდესაც მოხდა საქართველოს ფაქტობრივი  ანექსია, თუმცა რესპუბლიკური წყობა განაგრძობდა არსებობას.
1990­იან წლებს, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად აღდგენილ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, სიმბოლიკას, და ტოტალიტარიზმიდან გამოსვლის პერიოდს, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეაფეხა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი.
2004­წლიდან ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფუძნების  და მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის პერიოდს.

პრეზენტაციაზე მოეწყობა გამოფენა, რომელიც უფრო დიდმასშტაბში წარმოადგენს ალბომში შესულ სიმბოლოებს, მათთან დაკავშირებულ კანონებსა და ნორმატიულ აქტებს.

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი