საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოგიდგენთ საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმას:

25 მაისი - ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოადგენს ახალი კრებულს - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები 1918-2018". გამოცემაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები ბოლო ასი წლის განმავლობაში, ამ სიმბოლოებთან დაკავშირებული კანონები და ნორმატიული აქტები. კრებულის წარმოდგენასთან ერთად გაიმართება გამოფენა.

 26 მაისი - რუსთაველის გამზირზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ეზოში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოადგენს საქართველოს ისტორიული დროშების გამოფენას, ქალაქ თბილისზე, ქალაქ სოხუმზე, ქალაქ ფოთზე აღმართულ დროშებს, რომლებიც დატანილია ევროპელ კარტოგრაფთა საზღვაო რუკებზე. საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართული ჰერალდიკის, სახელმწიფო ატრიბუტიკის განვითარების საფეხურებს. საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიას.

29-30 მაისი - ქალაქ კიევში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამართავს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენას, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს.

 საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით დამზადდება შეზღუდული რაოდენობის საიუბილეო მედალიონი.

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი