გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადა კონკურსი გორის გერბისა და დროშის საუკეთესო ნიმუშების გამოსავლენად.

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ფლობს საკუთარ გერბსა და დროშას, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კვლავ გაერთიანდა გორის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები, რამაც დღის წესრიგში დააყენა შესაბამისი ჰერალდიკური ცვლილებები.

 

 ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადად მუნიციპალიტეტმა 13 აპრილი დაადგინა. სიმბოლოები უნდა იცავდეს ჰერალდიკურ ნორმებს და შეძლებისდაგვარად ლაკონურად გადმოსცემდეს გორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას.

კონკურსის დამატებით მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ გორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი