საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით თბილისის საკრებულოში საქალაქო ჰერალდიკის პრინციპების, თბილისის მოქმედი გერბისა და დროშის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც თბილისის გერბისა და დროშის ჰერალდიკურ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის გზები იყო განმარტებული.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც დავით ჩხეიძემ და ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის საპატიო მოქალაქეები (მხატვრები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები), ასევე ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია ესწრებოდნენ.

 

ფოტო მასალა

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი