საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ საზეიმო მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია და ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძემ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორმა,- გამოფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა,  აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები,( გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. აგრეთვე გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით. 

ფოტო მასალა

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი