ქალაქ თელავის გერბი       

გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველა  ზედა ნაწილზე  მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი.  ქვედა II ნაწილზე ლაჟვარდოვან ველზე დატანილია  შვიდი ოქროს ბორცვი (მთა) , რომელთაგანაც ზედა ოთხ ბორცვზე  ოთხი ოქროსციხე-კოშკია მოთავსებული; მათ ზემოთ კი ოქროს გვირგვინი.
      გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი  "თელავი".  

 

       ქალაქ თელავის დროშა   

           დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.

დროშის პროპორციაა 2:3.


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი