ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი:


       
    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 -ს.    ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "ზუგდიდი."

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა:


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია  ოქროს ჯვარი.     ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს;  სადაც  I  და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7.     დროშის I და III მეოთხედები  - ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები - ძოწის.     ოქროს ჯვარზე მოთავსებულია  ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.    ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

 

 დამტკიცებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №64 დადგენილებით, 06.07.2018წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი