თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი


        გერბის ფარი გაკვეთილია და ქონგურისებრად გადაკვეთილია ოთხ  ნაწილად (ველად).  პირველ ზურმუხტის  ველზე  გამოსახულია  ოქროს საყდარი. მეორე და მესამე  ვერცხლის ველზე, ცენტრში, გამოსახულია  ზურმუხტის  მტევანი,  ვაზის ორი ზურმუხტის ფოთლით. მეოთხე, ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში კი ოქროს სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი  "თერჯოლა".   

        

თერჯოლის მუნიციპალიტეტის დროშა
   დროშა  ქონგურისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად: ზურმუხტის 2:3 და ვერცხლის  1:3  ველებად.  ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.  დროშის პროპორცია არის 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი