ვანის მუნიციპალიტეტის გერბი


        გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად I ნაწილის ლაჟვარდის ველზე  ქვევით გამოსახულია ვერცხლის სვეტი კაპიტელით რომელიც კვეთს ფარის კიდეს,  ზევით - ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის რგოლში. II ნაწილის მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს საწმისი.       გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ვანი"

ვანის მუნიციპალიტეტის დროშა


    დროშა  მარჯვნიდან მარცხნივ, ქვევიდან ზევით ირიბად გაყოფილია ორ ნაწილად - ლაჟვარდის და მწვანე ველებად.დროშის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის რგოლით.მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი.დროშის პროპორციაა 2:3

 

 

 

 

 

 

 

მაღალი რეზოლუციის ფაილი

 

 დამტკიცებულია ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №4 დადგენილებით, 04.02.2016წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი